დასახელება: სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში
დონორები / პარტნიორები: პური მსოფლიოსთვის (BfdW); EDEC
განხორციელების ტერიტორია: ბაღდათი (იმერეთი)
განხორციელების ვადა: 01.11.2021 – 31.12.2023 წ.
პროექტის ბიუჯეტი: € 222 000
EDEC-ისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ნაწილი: € 222 000
მიზანი: სოფლად და განსაკუთრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ბენეფიციარების მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები.
დაგეგმილი აქტივობები
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე გათვლილი დღის ცენტრის მშენებლობა და შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვა
- სულ მცირე ექვსი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა (მასწავლებლები, ასისტენტები, მზარეული და მძღოლი)
- ბენეფიციარების ყოველდღიური უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენა
- შშმ საზოგადოებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მედიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დღის ცენტრის საზეიმო გახსნა
- ახალი ცენტრის გახსნის, თანამშრომლობისა და მოხალისეობის შესაძლებლობების შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან 30 შეხვედრის ორგანიზება
- სხვადასხვა თაობის, განსაკუთრებით, ხანდაზმული პირების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მინიმუმ 12 შეხვედრის მოწყობა
- დონორებისთვის, ბენეფიციარებისთვის, სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის დასასრულს ღია კარის დღის ორგანიზება
Მოსალოდნელი შედეგები:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 30 შშმ ბავშვისთვის, აშენდება და სრულად აღიჭურვება შშმ ბავშვთა დღის ცენტრი
- დასაქმდება 6 პირი და დღის ცენტრის საქმიანობებში ჩაერთვება 8 მოხალისე
- ადგილობრივი მოსახლეობის 500-მდე წევრი ჩართული იქნება ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო ღონისძიებებში
- დაინტერესებული მხარეებისა და პოტენციური პარტნიორების ერთობლივი მუშაობით საფუძველი ჩაეყრება ინკლუზიური განათლებისა და სერვისების განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში