მოდით გავიდეთ გარეთ – საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული გარე სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ბაღდათში

დასახელება: მოდით გავიდეთ გარეთ – საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული გარე სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ბაღდათში

დონორები/პარტნიორები: Förderkreis Eine Welt im Auswärtigen Amt e.V.

განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა დიმი

განხორციელების პერიოდი: 2023 – 2024

პროექტის სრული ბიუჯეტი: € 3.000

მიზანი: ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის გარე სივრცის მოწყობა

სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სერვისით მოსარგებლე ბავშვების მეურვეები, პერსონალი და სხვა დაინტერესებული მხარეები

მიღწეული შედეგები:

  • შექმნილია გარე სივრცე, სადაც 6-დან 18 წლამდე შშმ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა კონკრეტულ საჭიროებებზე ორიენტირებულ თერაპიებთან ერთად ივარჯიშონ, იხტუნონ და დახარჯონ საკუთარი ენერგია, განივითარონ სოციალური და კოგნიტური უნარები და მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
  • სივრცე მნიშვნელოვნად ეხმარება ადგილობრივ პერსონალს მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების სხვადასხვა კუთხით განვითარებაში.