სოფიო ქალაქ ქუთაისში დაიბადა. აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მიიღო, მოგვიანებით კი, პოლიტოლოგიის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი უკრაინაში, ვლადიმერ დალის სახელობის აღმოსავლეთ უკრაინის ნაციონალურ უნივერსიტეტში მიენიჭა.
გარდა აკადემიური განათლებისა, ის არაერთ ტრენინგში, სემინარსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მისი სამუშაო გამოცდილება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში 2012 წლიდან სტაჟიორად მუშაობით დაიწყო. ამ წლების მანძილზე, მისი როლი ორგანიზაციაში მრავალჯერ შეიცვალა, სხვადახვა დროს ჩართული იყო არაერთ პროექტში, რამაც მას პროექტების კოორდინირების და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება დაუგროვა. 2020 წლიდან, ის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბავშვთა დაცვის პროგრამის მენეჯერია.
სოფიო 2022 წლიდან ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებს.