პირველადი დახმარების ტრენინგი სამტრედიაში

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის წარმომადგენლებმა სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ თანამშრომლებს და მშობლებს პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პირველი დახმარების ცოდნის ძირითადი საფუძვლების მიწოდება და აუცილებელი უნარების განვითარება. ტრენინგი ეფუძნებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც ტრენინგის მონაწილეებს დაეხმარება გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფ და ეფექტურ რეაგირებაში. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის და ჩვენი დღის ცენტრის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის. გარდა იმისა, რომ ისინი მუდმივად ზრუნავენ ჩვენი ცნობიერების ამაღლებაზე უსაფრთხოებისა და პირველი დახმარების საკითხებში, ისინი ცენტრს ეხმარებიან სხვადასხვა გამოწვევების დაძლევაში. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალმა დღის ცენტრს საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი გადასცა. რაც ცენტრის სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას სახალისო და საჭირო აქტივობები თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით განახორციელონ. ორაგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალს მხარდაჭერისთვის.