View Post

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ ექსკურსია ბათუმში

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ სერვისით მოსარგებლეები, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ბათუმს ესტუმრნენ და ბევრი სასიამოვნო შთაბეჭდილება და ემოცია დააგროვეს.

ბავშვებმა მოინახულეს აკვარიუმი და დელფინარიუმი, გაისეირნეს იახტით, დატკბნენ ბათუმის ბულვარის სილამაზითა და ზღვის სანაპიროზე გატარებული ბედნიერი წუთებით.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიგრძნონ ახალი გარემო, მიიღონ პოზიტიური გამოცდილება და გაატარონ ბედნიერი დღეები თანატოლებთან ერთად.

მადლობას ვუხდით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც ტრანსპორტირება უზრუნველყო და ამ დღის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასევე განსაკუთრებული მადლობა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბათუმის დელფინარიუმის დირექციას მრავალწლიანი მეგობრობის, თანადგომისა და თბილი მასპინძლობისთვის