ორგანიზაციამ „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD)“ დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის მიზანი იყო სპეციალისტების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება, რაც მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების საჭიროებებზე მორგებული, ხარისხიანი და ეფექტური მომსახურებების უზრუნველსაყოფად.
დღის ცენტრების მუშაობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სერვისით მოსარგებლეთა ინდივიდუალური საჭიროებების სწორ შეფასებას, მიზნების განსაზღვრასა და მათზე ორიენტებული აქტივობების დაგეგმვას. სწორედ ამიტომ, მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკული მეთოდების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და გუნდური მუშაობის გაძლიერებას.
ტრენინგს ფსიქოლოგი/ინკლუზიური განათლების ექსპერტი/ სუპერვიზორი ლალი ცხვედიანი უძღვებოდა, რომელსაც სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების სპეციალისტების უწყვეტი პროფესიული განვითარება ორგანიზაციისთვის ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც პირდაპირ აისახება სერვისით მოსარგებლეთა მხარდაჭერის ხარისხზე, მათ სოციალურ ჩართულობასა და დამოუკიდებელი უნარების გაძლიერებაზე.

