ქუთაისში ორგანიზაციამ „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის“ (HEAD), მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრთან ლოგომედი • Logomedi თანამშრომლობით და ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების მხარდაჭერით, საბავშვო ბაღების ლოგოპედებისთვის სემინარი გამართა, რომელიც მეტყველების თერაპიაში ადრეული ინტერვენციის მნიშვნელობას მიეძღვნა.
სემინარს უძღვებოდა ენისა და მეტყველების თერაპევტი, „ლოგომედის“ დამფუძნებელი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო როგორც თეორიული საფუძვლები, ისე პრაქტიკული მიდგომები მეტყველების დარღვევების ადრეული იდენტიფიცირებისა და მართვის მიმართულებით.
მონაწილეებს, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდათ განეხილათ პრაქტიკული მაგალითები და გაეზიარებინათ პროფესიული გამოცდილება. ადრეული ჩართულობა და საბავშვო ბაღის აღმზრდელთა და სპეციალისტთა პროფესიული კომპეტენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წარმოადგენენ პირველად რგოლს, რომლებსაც შეხება აქვთ ბავშვებთან ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე და არსებით როლს ასრულებენ შესაძლო სირთულეების დროულ იდენტიფიცირებაში

