ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართული მშობლების გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, გამართა საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრა ელენე ბერაძესთან და დიანა ჯანაშიასთან.
ელენე არის ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრი და ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვაიზერი, ხოლო დიანა – განათლების ფსიქოლოგი და მშობელი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს ბავშვის ადრეული განვითარების ეტაპზე ჩართულობის მნიშვნელობაზე, ოჯახის და სპეციალისტების როლზე ბავშვის განვითარებაში, ასევე იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ამ პროცესს თან ახლავს.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და თითოეულ დაინტერესებულ მშობელს შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო ინდივიდუალური კონსულტაცია სპეციალისტებისგან.
მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია მშობლების ინფორმირების, მხარდაჭერისა და გაძლიერებისთვის, რათა ბავშვებმა დროულად და ეფექტიანად მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა. ორგანიზაცია მადლობას უხდის ელენეს და დიანას მხარდაჭერისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის, ცოდნისა და რესურსის გაზიარებისთვის!

