View Post

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ სერვისით მოსარგებლეებს კიდევ ერთი გამორჩეული და შთაბეჭდილებებით სავსე დღე ჰქონდათ – ამჯერად ჩვენი მოგზაურობის მარშრუტი ისტორიულ ანანურზე გადიოდა.

ჩვენმა გუნდმა: მოილოცა ანანურის ტაძარი; გაიცნო ამ ულამაზესი კუთხის მდიდარი ისტორია; დაათვალიერა გარემო, გაისეირნა და დატკბა ბუნების საოცარი ხედებით.

ახალი ადგილების აღმოჩენა, საინტერესო გამოცდილებების მიღება და ერთმანეთის გვერდით ყოფნა ჩვენი ყოველდღიურობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ✨ „იალონის“ მოსარგებლეებმა დღე უამრავი ღიმილით, სასიამოვნო ემოციებითა და საუკეთესო განწყობით დაასრულეს!

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ სერვისით მოსარგებლეების ექსკურსია ანანურში