View Post

ორგანიზაციის იუბილე

ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, 17 მაისს ოთხი წლის გახდა!

ეს ოთხი წელი იყო შემოქმედებითი ძიების, დაუღალავი შრომის, ერთმანეთის მხარდაჭერისა და, რაც მთავარია, უამრავი მნიშვნელოვანი ცვლილების!

ოთხი წლის განმავლობაში შევძელით:

შეგვექმნა უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ბავშვებისა და პირებისთვის;

განგვევითარებინა სოციალური სერვისები;

გაგვეძლიერებინა ოჯახები და სპეციალისტები;

გვემუშავა თანასწორობის, ჩართულობისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის ისტორია არ არის მხოლოდ ციფრები – ეს არის ჩვენი თითოეული გუნდის წევრის ყოველდღიური თავდადება. ეს არის გუნდი, რომელიც ერთი დიდი ოჯახივით მუშაობს, რათა შექმნას თანასწორი, განვითარებაზე ორიენტირებული და თბილი გარემო ყველასთვის.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ გზის ნაწილი ხართ – ჩვენს თანამშრომლებს, მეგობრებს, პარტნიორებსა და მხარდამჭერებს.

თქვენი ნდობა და გვერდში დგომა ჩვენი მთავარი მოტივაციაა! წინ კიდევ უფრო დიდი გეგმები, ახალი გამოწვევები და ბევრი წარმატება გველოდება!