View Post

კერძო სკოლის „მზეკაბანი“ სტუმრობა თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „საპოვნელა“

თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „საპოვნელა“ მზეკაბანი კერძო სკოლას მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ესტუმრნენ და ერთი დაუვიწყარი დღე გაატარეს დღის ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად.

ბავშვებმა ერთად იცეკვეს, იმღერეს და ბევრი იმხიარულეს.

სტუმრებმა ცენტრს ტკბილეული და სამუშაო რესურსები გადასცეს, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს ბავშვების ყოველდღიურ აქტივობებს. მადლობა მზეკაბანი კერძო სკოლას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის!