თერჯოლის დღის ცენტრის „საპოვნელას“ აღსაზრდელები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას მოწვევით კულტურის სახლში იმყოფებოდნენ, ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მიერ დადგმულ სპექტაკლზე – „მე ვხედავ მზეს“.
სპექტაკლი ბავშვებისთვის ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური იყო. კულტურული ცხოვრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების ცხოვრებაში — იგი ხელს უწყობს ემოციურ გამოხატვას, სოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

