დღის ცენტრები ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა – ჩვენ გიფერადებთ სამყაროს!

მონატრებულ გარემოში, ყველა ბენეფიციარი სიხარულით და დადებითი ემოციებით დაბრუნდა. მათ განწყობაზე გახსნის დღეს კომპანია ლუკლენდის ანიმატორებიც ზრუნავდნენ, ფერად–ფერად და მხიარულ აქტივობებში ყველა ჩაერთო და გაერთო. გულწრფელი და დადაბითი ემოციებთ დაიმუხტა, როგორც დღის ცენტრების აღსაზრდელები, ასევე მათი მშობლები და პედაგოგები. ნანატრი დღე, დაბრუნების, მოლოდინის და განახლების დღე მართლაც შთამბეჭდავი იყო ყველასთვის.

სადღეისოდ ქუთაისის, საგურამოს, თერჯოლის და სამტრედიის დღის ცენტრებს 74 ბენეფიციარი ჰყავს. დღის ცენტრების მომსახურებით, როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები სარგებლობენ, მათთვის დღის ცენტრების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია.
დღის ცენტრებში შშმ ბავშვებსა და პირებს ექმნებათ თვითრეალიზაციისთვის ადაპტირებული და კომფორტული გარემო. დღის ცენტრების მომსახურება ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო–პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტირებული ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან ცენტრში მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.
იმედს ვიტოვებთ დღის ცენტრები კვლავ ჩვეული აქტიურობით გააგრძელებენ ფუნქციონირებას და მსოფლიო გამოწვევების წინაშე არასოდეს აღმოვჩნდებით.