View Post

ქუთაისის, ბაღდათის, თერჯოლისა და სამტრედიის დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სერვისით მოსარგებლეებმა მოინახულეს ინტერაქტიული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თანამედროვე, ინოვაციურ ექსპონატებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ცენტრების გამოცდილებითა და სტანდარტებით არის შექმნილი. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა ახალი უნარების განვითარების, თვალსაწიერის გაფართოებისა და საზოგადოებაში სრული ინტეგრაციისთვის.