View Post

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ და პირთა დღის ცენტრის „ალტერა“ სერვისით მოსარგებლეების სტუმრობა ნიკა ნერგაძის სახელოსნოში

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ და პირთა დღის ცენტრის „ალტერა“ სერვისით მოსარგებლეები ბაღდათში მცხოვრები ოსტატის, ნიკა ნერგაძის სახელოსნოს ესტუმრნენ, სადაც ხის დამუშავებისა და ხელნაკეთი ნივთების შექმნის საინტერესო პროცესს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში ნიკამ მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ადგილზე ასწავლა ხის ვაზების დამზადება, დაათვალიერებინა მის მიერ შექმნილი ნამუშევრები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შემდგომი პრაქტიკისთვის საჭირო მასალებიც გადასცა.

ასეთი პრაქტიკული აქტივობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიული უნარების განვითარებას, შრომითი გამოცდილების მიღებასა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

რეალური სამუშაო გარემო მათი ახალი უნარების აღმოჩენის და საკუთარი შესაძლებლობების რწმენის განმტკიცების კარგი საშუალებაა.

დიდი მადლობა ნიკა ნერგაძეს გულთბილი მასპინძლობისა და ამ ღირებული გამოცდილებისთვის! თუ ხარისხიანი, ხელნაკეთი ხის ნამუშევრები გაინტერესებთ, აუცილებლად ეწვიეთ ნიკას და მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ ოსტატს.