View Post

კერძო სკოლის „მზეკაბანი“ სტუმრობა თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „საპოვნელა“

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლისა და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებმაც აღნიშნეს.

ბავშვებმა დიდი მონდომებით შეღებეს სააღდგომო კვერცხები, შექმნეს ფერადი და საინტერესო დეკორაციები და კიდევ ერთი მხიარული დღე გაატარეს დღის ცენტრის გარემოში. ასეთი აქტივობები კიდევ უფრო აძლიერებს მათ სოციალურ და შემოქმედებით უნარებს, ქმნის პოზიტიურ და მეგობრულ გარემოს დღის ცენტრში.