სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში

დასახელება: სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში

დონორები / პარტნიორები: პური მსოფლიოსთვის (BfdW); EDEC

განხორციელების ტერიტორია: ბაღდათი (იმერეთი)

განხორციელების ვადა: 01.11.2021 – 31.12.2023 წ.

პროექტის ბიუჯეტი: € 222 000

EDEC-ისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ნაწილი: € 222 000

მიზანი: სოფლად და განსაკუთრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ბენეფიციარების მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები.

დაგეგმილი აქტივობები

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე გათვლილი დღის ცენტრის მშენებლობა და შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვა
  • სულ მცირე ექვსი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა (მასწავლებლები, ასისტენტები, მზარეული და მძღოლი)
  • ბენეფიციარების ყოველდღიური უსაფრთხო გადაადგილებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენა
  • შშმ საზოგადოებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მედიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად დღის ცენტრის საზეიმო გახსნა
  • ახალი ცენტრის გახსნის, თანამშრომლობისა და მოხალისეობის შესაძლებლობების შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან 30 შეხვედრის ორგანიზება
  • სხვადასხვა თაობის, განსაკუთრებით, ხანდაზმული პირების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან   ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მინიმუმ 12 შეხვედრის მოწყობა
  • დონორებისთვის, ბენეფიციარებისთვის,  სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის დასასრულს  ღია კარის დღის ორგანიზება

Მოსალოდნელი შედეგები:

  • ბაღდათის მუნიციპალიტეტში, 30 შშმ ბავშვისთვის, აშენდება და სრულად აღიჭურვება შშმ ბავშვთა დღის ცენტრი
  • დასაქმდება 6 პირი და დღის ცენტრის საქმიანობებში ჩაერთვება 8 მოხალისე
  • ადგილობრივი მოსახლეობის 500-მდე წევრი ჩართული იქნება  ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო ღონისძიებებში
  • დაინტერესებული მხარეებისა და პოტენციური პარტნიორების ერთობლივი მუშაობით საფუძველი ჩაეყრება ინკლუზიური განათლებისა და სერვისების  განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში