სენსორული თერაპიის დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში

დასახელება: სენსორული თერაპიის დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებში

დონორები/პარტნიორები: IWA Georgia – ქალთა საერათაშორისო ასოციაცია 

განხორციელების არეალი: სამტრედია, თერჯოლა (იმერეთის მუნიციპალიტეტი), საგურამო (მცხეთა – მთიანეთი)

განხორციელების პერიოდი: 2019 – 2022 წ.

პროექტის სრული ბიუჯეტი: 15 518 GEL

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 15 518 GEL

მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და პირების შემეცნებითი, შემოქმედებითი, ფიზიკური, სოციალური, ფუნქციური და ემოციური უნარების განვითარება, მათი განმუხტვა, სტრესის და დაძაბულობის შემსუბუქება, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და პირები, დღის ცენტრების სპეციალისტები

მიღწეული შედეგები:

  • დღის ცენტრებში გამოიყო სივრცეები სადაც მოეწყო სენსორული რეაბილიტაციის ოთახები
  • შესყიდვის პროცედურების შესაბამისად შეძენილი იქნა სენსორული ოთახის მოწყობისთვის საჭირო ინვენტარი, სენსორული ოთახი აღიჭურვა სპეციალური განმავითარებელი საშუალებებით,  სხვადასხვა ვიზუალური და აუდიო ინვენტარითა და  სათამაშოებით
  • დღის ცენტრების სპეციალისტები აღიჭურვენ ცოდნით და პრაქტიკული უნარ–ჩვევებით. ორგანიზაციასთან „მაკ ჯორჯია“ (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის – McLain Association for Children) თანამშრომლობით, ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ონლაინ ტრენინგი თემაზე: „სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სენსორული სტიმულაცია“