ანა თაკვარელია

ენისა და მეტყველების თერაპევტი

ბიოგრაფია

ანა  თბილისში დაიბადა, სკოლის დასულების შემდეგ  განათლება მიიღო თბილისის უნივერსიტეტში „მეტეხი“ ჯანდაცვის ფაკულტეტზე და მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი-სამკურნალო  საქმის სპეციალობით.

შემდგომი  განვითარება გააგრძელა GIPA-ში, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სრული კურსის გავლით.

2022 წლიდან დაეუფლა ენისა და მეტყველების თერაპევტის პროფესიას.  ამ სფეროში კვალიფიკაცია გაიმყარა სხვა და სხვა სპეციალიზირებული ტრენინგებით და მოკლე საგანმანათლებლო პროგრამებით. ენისა და მეტყველების თერაპიის და ლოგოპედიის ტრენინგ კურსებით, ქცევის მართვისა და ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) საბაზისო კურსით, ბავშვთა ფსიქოლოგიის კურსით.

ანას სამუშაო გამოცდილება მოიცავს  ბავშვთა  და მოაზრდთა განვითარების ცენტრში კომუნიკაცია, ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე მუშაობას.

მისი მუშაობის მიდგომა ეფუძნება თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ თერაპიას. იგი მუშაობს მეტყველების დაგვიანების, ენობრივი დარღვევების, არტიკულაციური სირთულეებისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე როგორც ბავშვებთან, ისე მოზარდებთან.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მშობლებთან აქტიურ თანამშრომლობას, რადგან მიაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობა საუკეთესო შედეგს უზრუნველყოფს. მისი მიზანია შექმნას უსაფრთხო, მხარდამჭერი და მეგობრული გარემო, სადაც ბავშვი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად განვითარებას.