ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ქუთაისის დღის ცენტრის ბენეფიციარები მაკდონალდს ესტუმრნენ

სტუმრობისას დღის ცენტრის ბენეფიციარები სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ. სტუმრობის მიზანი ბავშვების ინტეგრაციის მხარდაჭერა და ბავშვებზე ზრუნვისას პასუხიმგებლობის განაწილებაა.სტუმრობა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის და კომპანია „მაკდონალდსთან“ თანამშრომლობით დაიგეგმა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).