შუქიამ სკოლის დასრულების შემდგომ პროფესიული განათლება თბილისის ინდუსტრიულ პედაგოგიურ ტექნიკუმში, პედაგოგის სპეციალობით მიიღო.
შუქია 2009 წლიდან სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ პედაგოგის ასისტენტია.
კვალიფიკაციის ასამაღლებლად მან არაერთ ტრენინგსა და მოკლე საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. მის ძირითად ინტერესს ინკლუზიური განათლება, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და გადაჭრის გზები წარმოადგენს.