რესტორან „ბარაქაში“ სტუმრობა

ჩვენს ბავშვებს ჯადოსნურ ამბებს ჯადოსნური ადამიანები ჩუქნიან, ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის ვახსოვართ და ჩვენც ისინი ყოველთვის გვეიმედებიან!  ქუთაისის და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრებს, ტრადიციულად, კაფე–რესტორნების ქსელმა ბარაქა Baraqa და ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა – ელეონორა არჩაიამ უმასპინძლეს და დღის ცენტრის აღსაზრდელებს დაუვიწყარი ემოციებით სავსე დღე აჩუქეს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, აუმჯობესებს ბენეფიციართა სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს და დადებითად აისახება ბავშვთა ფსიქო–ემოციურ მდგომარეობაზე.