სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის

დასახელება: სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის

დონორები/პარტნიორები: IWA Georgia – ქალთა საერათაშორისო ასოციაცია; განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)

განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა დიმი

განხორციელების პერიოდი: 03.04.2023 – 31.08.2023

პროექტის სრული ბიუჯეტი: 14,910 GEL

მიზანი: ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის სენსორული ინტეგრაციის ოთახის მოწყობა, მათი  ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ, აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს

სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სერვისით მოსარგებლე ბავშვების მეურვეები, პერსონალი და სხვა დაინტერესებული მხარეები

მიღწეული შედეგები:

6-დან 18 წლამდე შშმ ბავშვებისთვის მოწყობილია სენსორული ინტეგრაციის ოთახი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით  და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვების ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას