შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ ბენეფიციარები ბათუმს ესტუმრნენ

სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ ბენეფიციარებისთვის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე მოეწყო, ისინი „ქათქათა“ ბათუმს ესტუმრნენ, მოინახულეს წვერმაღალას პარკის ველური ბუნება, ტბის მცენარეები, ისიამოვნეს მუსიკის ჰანგებით მუსიკალურ პარკში, გაისეირნეს გემით. „ეშმაკის ბორბლიდან“ ბათუმის ულამაზესი ხედებით დატკბნენ და ბოლოს სანაპიროზე ზღვის ხმებით განიტვირთნენ. ამ დღის მოგონებებით გამოწვეული ემოციები, ბავშვების გულებს ყოველთვის სიხარულით აანთებს.

“ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის” მადლობას უხდის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას მუდმივი მხარდაჭერისთვის.