წლის შემაჯამებელი ღონისძიება საგურამოს შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“

დასრულდა ორგანიზაციის „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში წლის შემაჯამებელი ღონისძიებები.

26 დეკემბერს სამუშაო წელი საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრმა “იალონი” შეაჯამა.

მხარდამჭერები და პარტნიორები საახალწლო ნაძვის ხესთან მოიხმო და 2025 წელის წარმატების ამბები უამბო. სტუმრებს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო კუპატაძე მიესალმა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ისაუბრა 2025 წლის მიღწევებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებას სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები, მშობლები და ცენტრის დიდი ხნის მეგობრები ესწრებოდნენ – ადამიანები, რომლებიც, ცენტრის ადმინისტრაციასთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა კეთილდღეობაზე.

ღონისძიებას დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეების ხელნაკეთი ნამუშევრები ალამაზებდა. დღეს დადებითი ემოციების გარეშე არ ჩაუვლია, ცენტრის სერვისით მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცათ, რომლის უზრუნველყოფაც დიდი ხნის მეგობრების – ვეი მარტის თანამშრომლების მხარდაჭერით შევძელით.