ორი განსხვავებული თაობა, ერთი დიდი სიყვარული და „ჯადოსნური სამყარო“
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „ჯადოსნური სამყარო“ განსაკუთრებული სტუმრებით აივსო. წითელი ჯვრის ხანდაზმულთა ცენტრის ბენეფიციარებმა ჩვენს პატარებს სითბოთი, ყურადღებითა და სიყვარულით სავსე დღე აჩუქეს.
ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სიკეთეს ასაკი არ აქვს. უფროსი თაობის სიბრძნემ და მზრუნველობამ, ბავშვების ღიმილმა და გულწრფელმა სიხარულმა დაუვიწყარი ემოციები შექმნა. მადლობა თითოეულ სტუმარს და წითელ ჯვარს ამ თბილი ინიციატივისთვის. თქვენ ჩვენი „ჯადოსნური სამყარო“ კიდევ უფრო ნათელი და ბედნიერი გახადეთ!

