ქუთაისის დღის ცენტრის ბენეფიციარები გასართობ ცენტრს ესტუმრნენ

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ,,ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარები გასართობ ცენტრს ,,შენი სივრცე“ ესტუმრნენ. დღის ცენტრის ბენეფიციარები გასართობ ცენტრში ქუთაისის #23 საჯარო სკოლის, მე-3ა კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებელმა მაია ბაბუნაშვილმა მიიწვიეს.

ბავშვებმა ერთად სახალისო დრო ატარეს. დღის ბოლოს კი საზეიმო ტორტიც გაჭრეს. მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე.