ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“ განსაკუთრებული სტუმრები – ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-6 გ კლასის მოსწავლეები ესტუმრენ.
სტუმრებმა ბავშვებს სიყვარულით შერჩეული საჩუქრები და განმავითარებელი რესურსები მოუტანეს, თუმცა ყველაზე ძვირფასი, რაც ამ დღეს პატარებმა ცენტრს აჩუქეს, იყო მათი ყურადღება, გულწრფელი მეგობრობა და ერთად გატარებული ბედნიერი წუთები.
ბავშვებმა ერთად ითამაშეს, იხალისეს, იცინეს და დაუვიწყარი ემოციები შექმნეს. დღის ყველაზე ლამაზი მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც ყველამ საკუთარი სურვილი ჩაიფიქრა და ფერად-ფერად ბუშტებს ცაში გაატანეს. ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მე-6 გ კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და დამრიგებელს მაკა ტყეშელაშვილს, ამ სითბოთი, ყურადღებითა და სიყვარულით სავსე დღისთვის

