დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ღონისძიებები მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სოციუმში არასწორად დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას, რათა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არ გახდნენ დისკრიმინაციის, ან საზოგადოებიდან იზოლაციის მსხვერპლნი.
21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა ქუთაისში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე დარგვის აქცია მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სიმბოლურად, 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. დარგვის აქციას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ქუთაისის დღის ცენტრის – „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარები შეუერთდნენ