ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, ზუგდიდში, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „ადრეული განვითარება და სწავლების მეთოდოლოგია“. ტრენინგს უძღვებოდა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი. ტრენინგის ბოლოს, მსმენელებს ქონდათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ, განეხილათ კონკეტული შემთხვევები და მიეღოთ რეკომენდაციები. ტრენინგი ჩატარდა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.