ენისა და მეტყველების თერაპიის ცენტრი ბაღდათში

ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისს  „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის” „ლოგომედი – მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან“ პარტნიორობით ახორციელებს. თერაპიები ითვალისწინებს მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა კომპლექსურ მკურნალობას, როგორც სამედიცინო, ისე პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით.


ვინ არიან ენისა და მეტყველების თერაპიის მომხმარებლები?

ნებისმიერი ადამიანი 2-დან 40 წლამდე.

რას გულისხმობს თერაპია თითოეული მომხმარებლისთვის?

თქვენ გადიხართ შეფასების და დიაგნოსტიკის პროცესს. ამის შემდეგ შეიქმნება ინდივიდუალური თერაპიის გეგმა. თერაპიის ფარგლებში ჩატარდება მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე პაციენტის და/ან მშობლების კონსულტაცია.

 რა ტიპის ენისა და მეტყველების დარღვევათა კორექცია–მკურნალობას გთავაზობთ?

  • მეტყველების ზოგადი განუვითარებლობა;
  • რეცეპტული ტიპის მეტყველების დარღვევა;
  • ექსპრესული ტიპის მეტყველების დარღვევა;
  • დიზართრია;
  • რინოლალია;
  • აფაზია;
  • ტაქილალია;
  • ბრადილალია;
  • ლოგონევროზი.

რა პედაგოგიურ და სამედიცინო ღონისძიებებს ითვალისწინებს კომპლექსური თერაპია?

  • საარტიკულაციო აპარატის პირდაპირ მასაჟს;
  • საარტიკულაციო აპარატის ვიბრაციულ მასაჟს;
  • პერიფერული სამეტყველო ზონების რეფლექსთერაპიულ სტიმულაციას;
  • სუნთქვით ვარჯიშს;
  • დიქციურ ტრენინგს;
  • სამეტყველო ხმის გავარჯიშებას;
  • ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას;
  • ფონემური სმენის გავარჯიშება–სტიმულაციას;
  • ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
  • ფრაზეოლოგიური მეტყველების განვითარებას;
  • კომპიუტერულ კორექციას;
  • ფიზიოთერაპიას;
  • ფსიქოთერაპიას;
  • დიქციურ და დიაფრაგმულ სუნთქვის გავარჯიშებას;

ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობს ორი კვალიფიციური თერაპევტი, „ლოგომედი – მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის“ სუპერვიზიის ქვეშ.