ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ემსახურება 0-7 წლამდე განვითარების შეფერხების რისკის მქონე, განვითარების დაყოვნების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და მათ ოჯახებს და მიზნად ისახავს ბავშვთა შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

მუშაობის პროცესში ჩართულია ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის სპეციალისტი. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩაერთოს ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურება გულისხმოს ბთვეში 8 ვიზიტს, ინდივიდუალურ მუშაობას ბუნებრივ გარემოში (უპირატესად სახლი ან/და ბაგა – ბაღი) ან ცენტრში, ასევე ბავშვებთან ჯგუფურ მუშაობას (მუშაობის ფორმა რეგულირდება ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის შესაბამისად).