საჯარო ლექციები ენის, მეტყველების და კომუნიკაციის დარღვევების შესახებ

დასრულდა საჯარო ლექციების ციკლი თემაზე – ენა, მეტყველება, კომუნიკაციის დარღვევები, რომელსაც ენისა და მეტყველების თერაპევტი, “ლოგომედის” დამფუძნებელი ეკატერინე ჭავჭავაძე უძღვებოდა. შეხვედრები განკუთვნილი იყო საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, სპეც პედაგოგებისთვის, პედიატრებისთვის, მშობლებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. საჯარო ლექციების ჩატარების შესაძლებლობა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში მოგვეცა, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.