2026 წლის 5 ივნისს, სასტუმრო Boutique Hotel Argo „არგოში“, საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
საღამომ ერთ სივრცეში გააერთიანა კეთილი ადამიანები, ცოცხალი მუსიკა, თბილი გარემო და მნიშვნელოვანი მიზანი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების მხარდაჭერა.
საღამოზე მოწვეული იყვნენ სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საგანმანათლებლო, ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე და არიან ჩვენი მხარდამჭერები.
მსუბუქი ლანჩის, ჭიქა ღვინისა და სასიამოვნო ცოცხალი მუსიკის თანხლებით, სტუმრებისთვის დღის ცენტრების საქმიანობის წარდგენა მოხდა.
საღამოს ამშვენებდა სოციალური საწარმოს “ფარშევანგი”, აქსესუარების საწარმოს „ნიში“და მხატვარი თამარ ბუმბეიშვილის ნამუშევრები, რომლებიც იღებდნენ გამოფენა–გაყიდვაში მონაწილეობას.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მხატვრების – ქრისტინე რობაქიძის, ნესტანი ავალიანის და თამარ ბუმბეიშვილის (ნახატები საქველმოქმედო მიზნებისთვის უსასყიდლოდ გადასცეს ორგანიზაციას) ნახატები, რომლებიც აუქციონის წესით გაიყიდა.
გათამაშდა ლატარია კომპანიების – სპორტ დარბაზი „გალილეო“, სპორტ დარბაზი „ათლეტიკი“, სპორტ დარბაზი „ფიტ ფაქტორი“, ბარ–რესტორანი „ბარაქა“, ბარ–რესტორანი „დები“, ბარ–რესტორანი „პალატი“, ბარ–რესტორანი „პაპავერო“, სასტუმრო „პრომეთე“, სილამაზის სალონი „ინ გარდენია“, „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტსი“, სიალამაზის სალონი „ეკას ესთეტიკსი“, სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრი „საკურა“ მხარდაჭერით.
გაიყიდა Shavdia-ს და BlueTabla • ბლუტაბლას ნამუშევრები, რომლებიც უსასყიდლოდ გადმოგვცეს საქველმოქმედო მიზნებისთვის.
საქველმოქმედო საღამოს ფინანსურად მხარი დაუჭირა სასტუმრო ქუთაისი ინნ • Kutaisi Inn –მა, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრმა „ელიზიუმი“, კომპანიამ Taiko და ჩანთების მაღაზია ,, ბეგმანია”–მ, ასევე სივრცე უსასყიდლოდ დაგვითმო სასტუმრო Boutique Hotel Argo-მ.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა „პოზიტიური ვირუსის“ ბენდი, გუნდი „კონსერვატორია“, საოპერო მემღერალი ლუკა სანთელაძე და თამარ ოდიშელიძე. ანსამბლი მთიები Ensemble Mtiebiს სოლისტებმა სალომე ფრუიძემ და საბა გუმბერიძემ შეასრულეს ქართული ცეკვა.
საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, ჩვენ შევძელით ერთობლივი ძალისხმევით 2695 ლარის მოგროვება. თითოეულ თქვენგანს, სტუმარს, მხარდამჭერსა და მეგობარს – დიდი მადლობა! თქვენი თანადგომით ჩვენ ყოველდღიურად ვცვლით და უკეთესს ვხდით გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა საკეთილდღეოდ. სიყვარული და სიკეთე, რომელიც ამ საღამოს გაეცით, ათასგზის დაგიბრუნდებათ!

