View Post

სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარის“ სერვისით მოსარგებლეების ვიზიტი კერა ეთნო ჯგუფში

სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარის“ სერვისით მოსარგებლეები სტუმრად იმყოფებოდნენ „კერაში“, სადაც იმერული კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვანი სამყარო აღმოაჩინეს.

ვიზიტის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ იმერულ ოდას, ქართულ კერძებს, ტრადიციებსა და ქართული სუფრის კულტურას, ასევე დაათვალიერეს „კერას“ კულტურის მუზეუმი. მსგავსი გამოცდილებები ხელს უწყობს არა მხოლოდ ახალი ცოდნის მიღებას, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალურ ინტეგრაციას, კულტურულ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობასა და საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის გაძლიერებას. განსაკუთრებული მადლობა “Kera Ethno Group • კერა ეთნო ჯგუფს” თბილი მასპინძლობისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის. მსგავსი პარტნიორობა ნათლად აჩვენებს, რომ ბიზნესს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში, სადაც თითოეულ ბავშვს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ახალი გამოცდილება, განივითაროს უნარები და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს.