View Post

სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ ექსკურსია თბილისსა და მცხეთაში

გრძელდება ახალი შთაბეჭდილებები, ბედნიერი დღეები და დაუვიწყარი მოგონებები ორგანიზაციის ბაზაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეებისთვის.

ამჯერად სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ აღსაზრდელები, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თბილისსა და მცხეთას ესტუმრნენ. მოინახულეს თბილისის ზოოპარკი და გაიცნეს მისი ბინადრები, მხიარულად გაატარეს დრო ატრაქციონებზე და უამრავი დადებითი ემოცია მიიღეს.

მოგზაურობა მცხეთაში გაგრძელდა, სადაც დაათვალიერეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, გაეცნენ მათ ისტორიასა და მნიშვნელობას. მსგავსი გასვლითი ღონისძიებები ბავშვებს არა მხოლოდ ახალ გამოცდილებასა და ცოდნას სძენს, არამედ მათთვის სიხარულის, მეგობრობისა და სოციალური ჩართულობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის