სამტრედიის და თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეებს დაბადების დღის ცენტრმა Big Day • ბიგ დეიმ უმასპინძლა.
Big Day • ბიგ დეის მხიარულმა და ენერგიულმა წამყვანებმა, ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებს ბედნიერი და დასამახსოვრებელი წუთები აჩუქეს.
მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და დადებითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე. ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის Big Day • ბიგ დეის ადმინისტრაციას და თითოეულ თანამშრომელს მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის.

