საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათში

ორგანიზაციამ “ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის” პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის მოვლისა და თერაპიის გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან, გამართა საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, თემის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, ბაღდათის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და პირებისთვის სარეაბილიტაციო და დღის ცენტრის ტიპის სერვისების დანერგვის მიზნით, ორგანიზაციის მიერ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

პროექტის ფარგლებში დასრულდა სოციალური ინკლუზიის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც შესაძლებელს ხდის ბაღდათში გაიხსნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულთა დღის ცენტრი და ამით ხელი შეეწყოს ჯანსაღი, მდგრადი და თანამედროვე ყოველდღიური მომსახურების, სასწავლო და თერაპიის გარემოს განვითარებას ბაღდათში/იმერეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. პროექტი დაფინასნებულია ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის ახორციელებს.