ჰაბიტატის წარმომადგენლის შეხვედრა ევროპის სოლიდარობის კორპუსის (European Solidarity corps) ხარისხის ნიშნის მქონე ორგანიზაციებთან

ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) წარმომადგენელი, 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ქობულეთში ესწრებოდა, ევროპის სოლიდარობის კორპუსის (European Solidarity corps) ხარისხის ნიშნის მქონე ორგანიზაციებთან შეხვედრას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროგრამის ფარგლებში არსებულ სიახლეებზე და გამოწვევებზე.