View Post

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ სერვისით მოსარგებლეები ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს ესტუმრნენ. დაათვალიერეს ის ისტორიული სივრცე, სადაც დიდი მწერალი და სახელმწიფო მოღვაწე ცხოვრობდა და იმოგზაურეს იმ გარემოში, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იდეები იბადებოდა.

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, მოსარგებლეებმა მოაწყვეს შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიება „მოგზაურობა ილიას სამყაროში“, სადაც საკუთარი ნამუშევრებითა და შესრულებული ნაწყვეტებით გააცოცხლეს მწერლის შემოქმედება:

გამოფინეს ილიას პერსონაჟების მოტივებზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები;

წაიკითხეს ნაწყვეტები ილიას შემოქმედებიდან.

ეს თბილი და შთამაგონებელი დღე ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ინიციატივითა და ჩვენი სპეციალისტების აქტიური ჩართულობით შედგა.

მსგავსი აქტივობები ცოდნას, შემოქმედებასა და გამოცდილებას ერთმანეთთან აკავშირებს და კულტურულ სივრცეებს ყველასთვის უფრო ახლობელსა და ხელმისაწვდომს ხდის. ისტორია და ლიტერატურაც ხომ ყველაზე ცოცხალი მაშინ ხდება, როცა წიგნის ფურცლებიდან გამოდის და რეალურ ემ

ოციად გარდაიქმნება. მადლობა მუზეუმის ადმინისტრაციას მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის