View Post

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონი” სერვისით მოსარგებლეების მოწოდება საგზაო უსაფრთხოების თემაზე

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონი” სერვისით მოსარგებლეები გორში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ. მათ თანაგრძნობა და სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ქვეყანას.

სხვადასხვა საინფორმაციო ბანერებით, რომლებიც თავიანთი ხელით დაამზადეს მძღოლებს სიფრთხილისკენ და სიფხიზლისკენ მოუწოდეს. მათ სჯერათ, რომ მსგავსი აქტივობებითა და საინფორმაციო კამპანიებით მცირედით მაინც ამაღლდება საზოგადოების ცნობიერება იმ მოქალაქეებში, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში მართავენ ავტომობილს, რაც გააუმჯობესებს გზებზე უსაფრთხოების დაცვას და თითოეული ადამიანის სიცოცხლის გაფრთხილების სურვილს.