საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონი“ სერვისით მოსარგებლეების დასვენება-რეაბილიტაცია ურეკში

უკვე მეორე წელია განსაკუთრებულად სასიამოვნო ზაფხული აქვთ ხოლმე საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ სერვისით მოსარგებლეებს.

ისინი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/Mtskheta Municipality City Hallის მხარდაჭერით, ათი დღის განმავლობაში, თანმხლებ პირებთან ერთად, დასვენება-რეაბილიტაციის მიზნით, შავი ზღვის სანაპიროს, დაბა ურეკს სტუმრობდნენ.

წელს, განსაკუთრებულად დაუვიწყარი დღეების რიცხვს დენდროლოგიურ პარკში და ბათუმის დელფინარიუმში ვიზიტიც შეემატა. ბევრმა მათგანმა პირველად ნახა დელფინების შოუ, გაეცნო აჭარის ღირსშესანიშნაობებს და დატკბა სანაპიროზე ზღვის ხმაურით… სერვისით მოსარგებლეების ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ზაფხულის პერიოდში მათი დასვენება-რეაბილიტაცია მთელი წლის განმავლობაში შეუწყობს ხელს მათი ჯანმრთელობის და ფსიქო–ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დადებითად აისახება მათი ცხოვრების ხარისხზე.