შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი” ბენეფიციარები „თბილისი მოლში” კინოთეატრ კავეას ესტუმრნენ.
დღის ცენტრის ბენეფიციარებმა ფილმი „პოკემონი: დეტექტივი პიკაჩუ” ნახეს. გასვლითი ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციერებმა ასევე კონტაქტური ზოოპარკი „ზოოტოპია” მოინახულეს.
მსგავსი ღონისძიებები ბავშვებში პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება მათ განვითარებაზე.