ჩვენი თბილი, ფერადი და ოჯახური გარემო შემოქმედი ადამიანებისთვის ყოველთვის ღიაა. ამჯერად ცენტრს პოეტი, მხატვარი და კომპოზიტორი სოფი მაჭავარიანი ესტუმრა და ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად დღე მხიარულად გაატარა.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და პირების სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარებას და დადებითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე.