საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადება მცხეთაში

8-10 ივნისს, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონი“ ბაზაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, ჩატარდა ტრენინგების მეორე ეტაპი თემაზე: „ადრეული განვითარება და სწავლების მეთოდოლოგია“. ტრენინგს უძღვებოდა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტი ზანდა ჩეჩელაშვილი. ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის მადლობას უხდის მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას წარმატებული თანამშრომლობისთვის. ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა პროექტის „უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში მოგვეცა, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ახორციელებს.