განაახლე ავეჯი და ინვენტარი სამტრედიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „ლამპარი“

დასახელება: განაახლე ავეჯი და ინვენტარი სამტრედიის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „ლამპარი“

დონორები / პარტნიორები: უკანასკელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდი საქართველოში; საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის.

განხორციელების ტერიტორია: სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ქ. სამტრედია

განხორციელების ვადა: 01.09.2024–28.02.2025 წ.

პროექტის ბიუჯეტი: 4 955,83 GEL

მიზანი: სამტრედიის დღის ცენტრის აღჭურვა მატერიალურ–ტექნიკური ბაზით, ხარისხიანი მომსახურებისათვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარით, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 16 ბავშვის საჭიროებებზე იქნება მორგებული.

სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სერვისით მოსარგებლე ბავშვების მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები

მიღწეული შედეგები:

  • შექმნილია საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და სამუშაო სივრცე 16 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის;
  • აღჭურვილია დღის ცენტრის სივრცე მატერიალურ – ტექნიკური ბაზით – ხარისხიანი მომსახურებისთვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარით;
  • გარემოს გაუმჯობესების პარალელურად გაზრდილია მომსახურების ხარისხი და სპეციალისტების მოტივაცია.