ნახატების კონკურსი

ძვირფასო მშობლებო, გადავწყვიტეთ პატარებს ზაფხულის დღეები გავულამაზოთ და ნახატების კონკურსი გამოვაცხადოთ!

თუ თქვენს შვილს უყვარს ხატვა, მაშინ აუცილებლად მოუყევით ამ კონკურსის შესახებ და მიეცით შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ნახატი და გახდეს კონკურსის გამარჯვებული.

გამარჯვებული დაჯილდოვდება საოცარი საჩუქრით, რომელშიც თქვენს პატარებს უამრავი საინტერესო და დაუსრულებელი თავგადასავალი დახვდება.

რა უნდა იყოს ნახატზე❓

ბავშვები სრულიად თავისუფალნი არიან არჩევანში, მათ შეუძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით შეასრულონ ნამუშევრები.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 4–დან 7 – წლამდე პატარებს.

კონკურსში მონაწილეობა მარტივია:

▪️ თქვენმა პატარამ უნდა დახატოს მისთვის სასურველი ნახატი;

▪️ ნახატი უნდა იყოს A4 ფორმატის;

საკონკურსო ნახატი უნდა წარმოადგინოთ მისამართზე: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის მე–4 შეს. #8, ან გამოაგზავნოთ ფოტოს სახით ელ_ფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com „თემაში“ მიუთითეთ ნახატების კონკურსი.

საკონკურსო ნახატების მიღება წარმოებს 2023 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით 18:00 საათამდე.

ნახატები 17 ივლისიდან აიტვირთება ჩვენს ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/habitati/ და გამარჯვებული გამოვლინდება მოწონებების მიხედვით 31 ივლისს.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ნახატთან ერთად მოწონებული უნდა იყოს ჩვენი ფეისბუქ გვერდიც.