თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „საპოვნელა“ თბილი და საინტერესო აქტივობა – მშობლის საათი, მშობლის მირანდა აბჟანდაძის ჩართულობით ჩატარდა.
მირანდამ ცენტრის სერვისით მოსარგებლეებთან ერთად გემრიელი ოლადები მოამზადა.
ერთობლივმა სამუშაო პროცესმა ბავშვებს არა მხოლოდ ახალი უნარების განვითარებაში შეუწყო ხელი, არამედ გააძლიერა მათში გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და დამოუკიდებლობის განცდა.
მშობლის ჩართულობა ცენტრის ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ასეთი აქტივობები კიდევ უფრო აძლიერებს ურთიერთობას ოჯახსა და სერვისს შორის და ქმნის მხარდამჭერ, მეგობრულ გარემოს ბავშვების განვითარებისთვის. მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ერთად ყოფნა და ერთობლივი საქმიანობა არის საუკეთესო გზა ბავშვების გაძლიერებისა და მათი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. ორგანიზაციის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მირანდა აბჟანდაძეს ცენტრის საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის.

