2026 წელი ახალი წლის განწყობით, მხიარულად და ბევრი საჩუქრით დაიწყო ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „დიმნა“.
ცენტრის აღსაზრდელებს ჩვენი მეგობრები ესტუმრენ Lazika Capital Business • ლაზიკა კაპიტალი ბიზნესიდან, ბავშვებს ბევრი საჩუქარი, ტკბილეული და მხიარულება მოუტანეს!
საჩუქრების გადაცემის შემდეგ, სანტამ ბავშვებთან ერთად ტორტი გაჭრა, ბევრი იცეკვა და ცენტრს ბევრი დადებითი ემოცია დაუტოვა! ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის“ მადლობას უხდის Lazika Capital Business • ლაზიკაკაპიტალის თანამშრომლებს ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის!

