ბაღდათში, სოციალური ინკლუზიის ცენტრში „ალტერა“, განსაკუთრებულად არომატული, მხიარული და ენერგიული ატმოსფერო სუფევდა – ცენტრმა ნამდვილ კულინარიულ ორთაბრძოლას უმასპინძლა!
ერთმანეთს ბაღდათის დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეებისგან დაკოპლექტებული ორი გუნდი – „ალტერა“ და „დიმნა“ დაუპირისპირდა.
შეჯიბრმა მეგობრულ და პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა მოამზადეს უგემრიელესი საზაფხულო სალათები და იტალიური პასტა. სამზარეულოში ტრიალებდა საოცარი ენთუზიაზმი, გუნდური სულისკვეთება და, რა თქმა უნდა, გემრიელი სურნელი!
ეს დღე მხოლოდ გართობა არ ყოფილა. ასეთმა პრაქტიკულმა აქტივობამ მონაწილეებს უამრავი მნიშვნელოვანი უნარი შესძინა:
ისწავლეს ახალი, გემრიელი კერძების დამოუკიდებლად მომზადება;
დეტალურად გაეცნენ სამზარეულოში უსაფრთხოდ მოქცევის წესებს;
პირველი ნაბიჯები გადადგეს მზარეულის პროფესიისთვის საჭირო უნარების დაუფლებაში.
ყველაზე მთავარი კი ის დადებითი ემოციები და თავდაჯერებულობაა, რომელიც თითოეულმა მონაწილემ ამ დღისგან მიიღო. დიდი მადლობა „ალტერასა“ და „დიმნას“ გუნდებს ასეთი მონდომების, გემრიელი კერძებისა და პოზიტიური განწყობისთვის!

